რონალდო საავადმყოფოდან გამოწერეს
Aa
Aa

რონალდო საავადმყოფოდან გამოწერეს

ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს, რონალდო ლუის ნაზარიოს პნევმონია დაუდგინდა, რის გამოც იგი პარასკევიდან მოყოლებული საავადმყოფოში გახლდათ მოთავსებული.

პნევმონია ფილტვის ქსოვილის მწვავე ანთებაა, რომელიც უწვრილეს ბრონქებს, ალვეოლებსა და მათ შორის მდებარე ქსოვილებს მოიცავს. "ფენომენი" თავდაპირველად საკმაოდ ცუდად იყო, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის შედეგად, მან მომჯობინება შეძლო და დღეიდან მკურნალობის კურსს უკვე სახლიდან გააგრძელებს.

"პარასკევს დაავადების ძლიერი ნიშნები იყო და თავს ცუდად ვგრძნობდი, ახლა კი ყველაფერი რიგზეა". - დაწერა გუშინ "ტვიტერზე" 41 წლის სუპერვარსკვლავმა.

საავადმყოფოდან გამოსვლისას რონალდომ და მისმა თანმხლებმა პირებმა ჟურნალისტებთან საუბარს თავი აარიდეს, შესაბამისად, დამატებითი კომენტარი არ გაკეთებულა. გავრცელებული ცნობით, ლეგენდარული მოთამაშე იბიცაზე მდებარე საკუთარ სახლში გადაიყვანეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები