Aa
Aa

"ბაიერნის" მარკეტინგის დირექტორმა "იუვენტუსი" რონალდუს ტრანსფერის გამო გააკრიტიკა

ნედვედისგან აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება აქვს მიუნხენის „ბაიერნის“ მარკეტინგის დირექტორს, იორგ ვაკერს. მან ტურინული კლუბი რონალდუს შეძენის გამო გააკრიტიკა და „ვეკია სინიორას“ ეს ნაბიჯი უარყოფითად შეაფასა.

მარკეტინგის თვალსაზრისით, მისი შეძენა ჩვენს გეგმებში ნამდვილად არ შედიოდა და „ბაიერნი“ ამას არ გააკეთებდა.

სხვებისთვის, ალბათ, ასეთი ნაბიჯი გამართლებულია, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ კონკრეტული ფეხბურთელი, როგორც ბრენდი, კლუბზე მაღლა არ უნდა იდგეს“. - განაცხადა მიუნხენელთა მთავარმა მარკეტოლოგმა.

ვაკერის ამ კომენტარის სისწორის შეფასება ჩვენი საქმე არაა, სამაგიეროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პორტუგალიელის გაფორმების პირველივე დღის მონაცემებით, „იუვემ“ მხოლოდ გაყიდული მაისურებით 60 მილიონი ევროზე მეტი გამოიმუშავა, „ინსტაგრამზე“ კი გუნდს 1.1 მილიონი მიმდევარი შეემატა. ხაზი გავუსვათ, ეს მხოლოდ 1 დღის შედეგებია.

შეგახსენებთ, რომ „ბებერმა ქალბატონმა“ 33 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ 105 მილიონი ევრო გადაიხადა და მასთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის მიხედვითაც რონალდუს წლიური ანაზღაურება 30 მილიონი ევრო იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები