სონ ჰიონ მინის პრობლემა - ან ოქროს მედალი ან სამხედრო სამსახური
Aa
Aa

სონ ჰიონ მინის პრობლემა - ან ოქროს მედალი ან სამხედრო სამსახური

ორშაბათს, „ტოტენჰემის“ ვარსკლავი, სონ ჰიონ მინი, აზიურ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად და სავალდებული სამხედრო სამსახურიდან „თავის დასახსნელად“ ინდონეზიაში ჩაფრინდა. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კორეის კანონმდებლობის მიხედვით 27 წლამდე სამხედრო სამსახურში მინიმუმ 21 თვე, განურჩევლად პოპულარობის, სახელის და სიმდიდრისა, ყველა მამაკაცმა უნდა გაატაროს.

"დეზების" ფორვარდი 26 წლისაა და სამხედრო სამსახურიდან თავის "დასახსნელად" საკმაოდ ცოტა დრო აქვს დარჩენილი. აზიური თამაშები მისი ბოლო შანსია, თუ სამხრეთ კორეელმა მამაკაცმა აზიურ ან ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა, მაშინ იგი სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავისუფლდება.

ლონდონელებმა სამხრეთ კორეელ ვარსკლავს აზიურ თამაშებში მონაწილეობის მიღების უფლება სწორედ ამ იმედით დართეს.

ბანდუნგის აეროპორტში ჩასვლისას მინმა განაცხადა: „რა თქმა უნდა ჩვენი მიზანი ოქროს მედლების მოპოვებაა, თუმცა ფინალამდე საკმაოდ რთული გზის გავლა მოგვიწევს. აზიური თამაშების შესახებ დიდხანს ვფიქრობდი და ვთვლი, რომ ფსიქოლოგიური მომზადება წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იქნება“.

„მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანია დავამარცხეთ და დავამტკიცეთ, რომ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ამიტომ ყველა მატჩს სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ, თუ თითოეულ შეხვედრაში გამარჯვებისთვის ყველაფერი არ გავაკეთეთ, წარმატების მიღწევა ძალიან რთული იქნება“.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეა ტურნირის უდავო ფავორიტია, განსხვავებით სხვა ნაკრებებისგან, მათ 23 წელზე ასაკოვანი ფეხბურთელებისთვის გამოყოფილი 3 ადგილი, ქვეყნის საუკეთესო მოთამაშეებით შეავსეს და იმედი ვიქონიოთ, რომ მინს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა არ მოუწევს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები