გაბელიამ ჩემპიონთა ლიგაზე კუთხურიდან გაიტანა
Aa
Aa

გაბელიამ ჩემპიონთა ლიგაზე კუთხურიდან გაიტანა

უეფას ჩემპიონთა ლიგის ქალთა გათამაშების ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში ყაზახურმა ''ბიიკ კიზიგურტმა''  სტუმრად 2:0 დაამარცხა ავსტრიული ''ლანდჰაუსი.''

ყაზახური გუნდის მაისურით პირველი გოლი ქართველმა შემტევმა კესო გაბელიამ გაიტანა. მატჩის 34-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა კუთხურიდან გაიტანა. ერთი წუთის შემდეგ გაბელიამ საგოლე პასი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

 

მე-7 ჯგუფში ''ბიიკ კიზიგურტი'' 9 ქულით პირველ ადგილზე გავიდა, გაბელიას გუნდმა სამივე შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა. ყაზახური გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/16-ფინალურ სტადიაზე ითამაშებს.

33 წლის გაბელია 2009 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია, ხოლო 2012 წლიდან ყაზახურ გუნდში გამოდის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები