ჰოკეი შესაძლოა ოლიმპიადის პროგრამიდან ამოიღონ
Aa
Aa

ჰოკეი შესაძლოა ოლიმპიადის პროგრამიდან ამოიღონ

ჰოკეი შესაძლოა ოლიმპიადის პროგრამიდან ამოიღონ. 2022 წელს, პეკინის ზამთრის ოლიმპიადაზე კაცთა ჰოკეის ტურნირის სავარაუდო რეფორმის შესახებ ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა რენე ფაზელმა განაცხადა.

როგორც მან განმარტა, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ოთხ ვარიანტს განიხილავს.

  1. ოლიმპიადა გაიმართება NHL-ის მოთამაშეთა მონაწილეობით, როგორც ეს იყო 1998-2014 წლების პერიოდში.
  2. ოლიმპიადა გაიმართება NHL-ის მოთამაშეების გარეშე, როგორც 1998 წლამდე და 2018 წელს.
  3. ოლიმპიადა გაიმართება ფეხბურთის ოლიმპიური ტურნირის მსგავსად. მოთამაშეთა მაქსიმალური ასაკი იქნება – 23 წელი.
  4. ჰოკეის ტურნირს ამოიღებენ ოლიმპიური თამაშების პროგრამიდან.

2022 წლის ოლიმპიადაზე​ თავისი მოთამაშეების მონაწილეობაზე​ განცხადება NHL-ს ჯერ არ გაუკეთებია

ცხელი ამბები