„ბარსელონა“ მზადაა პოგბას სანაცვლოდ 70 მილიონი გადაიხადოს
Aa
Aa

„ბარსელონა“ მზადაა პოგბას სანაცვლოდ 70 მილიონი გადაიხადოს

„ბარსელონა“, ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ, პოლ პოგბასადმი ინტერესს უკვე დიდი ხანია იჩენს. ესპანური გამოცემის „sport»-ის ინფორმაციით კი კატალონიელები ამ ტრანსფერზე მუშაობას უკვე სერიოზულად შეუდგნენ.

 

აღნიშნული წყარო იტყობინება, რომ „ბარსელონას“ მესვეურებმა ტურინელებთან მოლაპარაკებები უკვე გამართეს და მათ პირველი შეთავაზებაც გააკეთეს. კატალონიური კლუბი მზადაა პოგბას სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაიხადოს. თუმცა „ფიფას“ მიერ დაკისრებული სანქციის მიხედვით კლუბის მიერ შეძენილ ფეხბურთელებს მოედანზე გასვლის უფლება 2016 წლის იანვრამდე არ ექნებათ. ამის გათვალისწინებით კი კატალონიელები მზად არიან აღნიშნულ თარიღამდე ფრანგი ფეხბურთელი ტურინის „იუვენტუსში“ არენდის წესით დატოვონ. იმ შემთხვევაში კი, თუ „ბარსელონას“ ხელმძღვანელებმა ამ სანქციის გაუქმებას მიაღწიეს, ფეხბურთელის სანაცვლოდ იტალიურ გრანდს 10 მილიონით მეტს შესთავაზებენ. ამ დროისთვის კი მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები