ჰალეპმა სტივენსს ისევ აჯობა - მონრეალის ტიტული რუმინელისაა!
Aa
Aa

ჰალეპმა სტივენსს ისევ აჯობა - მონრეალის ტიტული რუმინელისაა!

ქალმა ჩოგბურთელებმა კანადის ქალაქ მონრეალში მოიყარეს თავი, სადაც პრემიერ კატეგორიის ტურნირი ჩატარდა.

ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს როლან გაროსის ფინალისტები - სიმონა ჰალეპი და სლოუნ სტივენსი შეხვდნენ. გამარჯვებული ამჯერადაც ჰალეპი გამოვიდა, რომელმაც 2 საათსა და 39 წუთს გაგრძელებული მატჩი - 7:6; 3:6; 6:4-ით დაასრულა.

ჰალეპმა კარიერაში მე-7 პრემიერ კატეგორიის ტიტული დაისაკუთრა, საერთო ჯამში კი WTA-ს მე-18 ტურნირი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები