ნადალმა კარიერის მე-80 ტიტული ტორონტოში მოიგო
Aa
Aa

ნადალმა კარიერის მე-80 ტიტული ტორონტოში მოიგო

რამდენიმე კვირაა საჩოგბურთო ელიტამ ამერიკულ ტურნეში გადაინაცვლა და მამაკაცთა შორის მასტერსის სერიის პირველი ტურნირი ტორონტოში გაიმართა.

გათამაშება ვეტერანი ესპანელის, რაფა ნადალის გამარჯვებით დასრულდა, რომელმაც ბენუა პერის, სტენ ვავრინკას, მარინ ჩილიჩის, კარენ ხაჩანოვისა და სტეფანოს ციციპასის დამარცხების შემდეგ კარიერაში მე-80 ტიტული მოიგო.

ნადალს ღია ერაში ყველაზე მეტი, 33 მასტერსის სერიის ტურნირი აქვს მოგებული, მეორე ადგილზე კი 30 ტიტულით ნოვაკ ჯოკოვიჩია.

ლეგენდარულმა პირენეელმა მსოფლიო რეიტინგის პირველი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა და როჯერ ფედერერს თითქმის 4000 ქულით გაასწრო. აქვე აღვნიშნოთ, რომ კლასიფიკაციის მე-3 ადგილზე ხუან მარტინ დელ პოტრომ გადაინაცვლა, რაც მისი საუკეთესო მაჩვენებელია.

ნადალი მიმდინარე კვირაში გასამართ ცინცინატის მასტერსზე მონაწილეობას არ მიიღებს და ამერიკის ღია პირველობისთვის მოემზადება, სადაც მას საჩემპიონო 2000 ქულა აქვს დასაცავი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები