ებრაელი მძლეოსნის მიუტევებელი შეცდომა
Aa
Aa

ებრაელი მძლეოსნის მიუტევებელი შეცდომა

ისრაელის სახელით მოასპარეზე კენიაში დაბადებულმა მძლეოსანმა ევროპის ჩემპიონატზე მიუტევებელი შეცდომა დაუშვა. ლონა სალპეტერი მონაწილეობას 5000 მეტრზე სირბილის ფინალურ ეტაპზე იღებდა და ღირსეულ მეორე ადგილს იკავებდა, თუმცა სულ მალე ყველაფერი შეიცვალა...

სალპეტერს ფინიშამდე ერთი წრით ადრე ეგონა, რომ რბოლა დასრულებული გახლდათ და ხაზის გადაკვეთის შემდეგ ვერცხლის მედლის მოპოვება აღნიშვნა დაიწყო, მაგრამ უეცრად გაანალიზა, რომ ყველაფერი წინ იყო და შეჯიბრში ისევ „ჩაერთო“...

 

სამწუხაროდ გადაღლილმა და ემოციურად განადგურებულმა სალპეტერმა, მედლის მოპოვება ვეღარ მოახერხა და შეჯიბრი მეოთხე ადგილზე დაასრულა. ფინიშის ხაზის გადაკვეთის შემდეგ ლონა გაზონზე დაეცა და ტირილი დაიწყო.

5000 მეტრზე სირბილის გამარჯვებული ჰოლანდიელი სიფან ჰასანი გახდა, რომელმაც ჩემპიონობასთან ერთად ახალი რეკორდი დაამყარა და მანძილი 14 წუთსა და 46 წამში დაფარა. ებრაელი მძლეოსნის შეცდომის შედეგად ვერცხლის მედალი ეილიშ მაკოლგანმა მოიპოვა, ხოლო მესამეზე იასემინ ჩანი გავიდა.

ცხელი ამბები