8 წუთი სადებიუტო გოლისთვის! - რონალდუმ
Aa
Aa

8 წუთი სადებიუტო გოლისთვის! - რონალდუმ "იუვეში" ჩვეულად დაიწყო

ტურინის „იუვენტუსი“ ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძნობს. მასიმილიანო ალეგრიმ გუშინ გუნდი ორ ნაწილად გაჰყო და ერთმანეთს „იუვენტუს A“ და „იუვენტუს B“ დაუპირისპირა.

მატჩი გამორჩეული იყო იმით, რომ კრიშტიანუ რონალდუმ შეხვედრაში ანგარიში გახსნა, ეს კი მისთვის „იუვეს“ მაისურით გამართული პირველი მატჩი გახლდათ. პორტუგალიელს გოლის გასატანად მხოლოდ 8 წუთი დასჭირდა.

„იუვეს“ A გუნდმა თამაში 5:0 მოიგო, რონალდუს გარდა გოლები მარკიზიომ და დიბალამ შეაგდეს, არგენტინელმა დუბლი მიითვალა, ერთი გოლი კი მეტოქემ საკუთარ კარში ჩაჭრა.

სერია A-ს ახალი სეზონი შაბათს დაიწყება და „ბიანკონერი“ პირველ ტურში ვერონაში ჩადის, სადაც „კიევოს“ შეხვდება. სხვა მატჩებიდან გამოსარჩევია „ლაციოსა“ და „ნაპოლის“, „ტორინოსა“ და „რომას“, „მილანისა“ და „ჯენოას“, ასევე, „სასუოლოსა“ და „ინტერის“ დაპირისპირება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები