ახალგაზრდა კალათბურთელები მერვედფინალში თურქეთს შეხვდებიან
Aa
Aa

ახალგაზრდა კალათბურთელები მერვედფინალში თურქეთს შეხვდებიან

საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტარულ  A დივიზიონში ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩი იტალიასთან გამართა და შეხვედრა ანგარიშით 55:93 დათმო.

საქართველოს ნაკრებში თავი ალექსი მერკვილაძემ გამოიჩინა. რომელმაც 14 ქულა და  6 მოხსნა დააგროვა.

გათამაშების ფორმატის მიხედვით, პლეი ოფში ტურნირის მონაწილე 16-ივე გუნდი გადის, რომლებიც მერვედფინალში დაკავებული ადგილების მიხედვით ჯვარედინი სისტემით დაწყვილდებიან.

მომდევნო მატჩს ქართველი კალათბურთელები თურქეთან გამართავენ .  

მერვედფინალური მატჩი ხვალ თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები