რონალდოს პნევმონია დაუდგინდა - ლეგენდარული ბრაზილიელი ჰოსპიტალში გადაიყვანეს
Aa
Aa

რონალდოს პნევმონია დაუდგინდა - ლეგენდარული ბრაზილიელი ჰოსპიტალში გადაიყვანეს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდო იბიცაზე ყოფნისას საავადმყოფოში გადაიყვანეს. მიზეზი პნევმონიაა. ბრაზილიელი ფეხბურთელი Hospital Can Misses-ში იმყოფება.

იბიცაზე მყოფი რონალდო კლინიკაში გასულ პარასკევს გადაიყვანეს, რადგან თავი შეუძლოდ იგრძნო.

რონალდოს საავამდყოფოში გადაყვანის შემდეგ პნევმონია დაუდგინეს. 2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი იბიცას ხშირად სტუმრობს. სამხრეთამერიკელს იბიცაზე საკუთარი სახლი აქვს.

ინტენსიური თერაპიის შემდეგ რონალდუს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ის კვლავ კლინიკაში რჩება. ამ ეტაპზე უცნობია როდის დატოვებს ბრაზილიელი ჰოსპიტალს.

პნევმონია ფილტვის ქსოვილის მწვავე ანთებაა, რომელიც უწვრილეს ბრონქებს, ალვეოლებსა და მათ შორის მდებარე ქსოვილებს მოიცავს.

შეგახსენებთ, მილანის ''ინტერის,'' მადრიდის ''რეალისა'' და ''ბარსელონას'' ყოფილმა ფეხბურთელმა კარიერა 2011 წელს დაასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები