ინიესტას ბრწყინვალე შესრულება - პირველი გოლი იაპონიაში
Aa
Aa

ინიესტას ბრწყინვალე შესრულება - პირველი გოლი იაპონიაში

ლეგენდარულმა ესპანელმა ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ იაპონური ''ვისელ კობეს'' მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა. ''ჯუბილო ივიტასთან'' შეხვედრაში ''ბარსელონას'' ყოფილმა ფეხბურთელმა შესანიშნავად ითამაშა და გოლი ბრწყინვალე სტილში შეაგდო.

ინიესტამ იაპონური გუნდის მაისურით მესამე შეხვედრა ჩაატარა. ესპანელმა მე-15 წუთზე ანგარიში გახსნა, საბოლოოდ კი მისმა გუნდმა 3:1 გაიმარჯვა.

მასთან ერთად იაპონურ გუნდში გერმანელი ლუკაშ პოდოლსკი ასპარეზობს, რომელიც მინდორზე მატჩის მიწურულს გამოჩნდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები