ხარაიშვილის იმედგაცრუება საკუთარ კედლებში - ჯიღაურის წარმატებული დებიუტი ლიგა 2-ში
Aa
Aa

ხარაიშვილის იმედგაცრუება საკუთარ კედლებში - ჯიღაურის წარმატებული დებიუტი ლიგა 2-ში

შვედეთის საფეხბურთო ჩემპიონატში ''გიოტებორგმა'' მორიგი ქულები დაკარგა. გიორგი ხარაიშვილის გუნდი საკუთარ კედლებში 2:3 დამარცხდა ''სირიუსთან.''

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა მოედანზე 90 წუთი გაატარა და ერთი გოლის შექმნაში მონაწილეობა მიიღო.

''გიოტებორგმა'' 2 გოლი მეორე ტაიმის ათწუთიან მონაკვეთში გაიტანა, თუმცა დარჩენილ დროში სამი გოლი გაუშვა და დამარცხდა.

იხილეთ მატჩის ვიდეომიმოხილვა

 მიმდინარე სეზონში ''გიოტებორგმა'' 17 მატჩიდან 10 წააგო, 5 მოიგო და 2 ფრედ დაასრულა. 16-გუნდიან ჩემპიონატში ''გიოტებორგი'' 19 ქულით მე-11 ადგილზეა.

საფრანგეთის ლიგა 2-ში ჯაბა ჯიღაურის დებიუტი შედგა. ''გრენობლიმ'' შინ 1:0 დაამარცხა ''ნიორი.'' საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი 77-ე წუთზე გამოჩნდა მინდორზე.

საწყისი სამი ტურის შემდეგ ''გრენობლის'' ანგარიშზე 7 ქულაა. ჯიღაურის გუნდმა 2 მატჩი მოიგო, ერთი კი ფრედ დასრულდა.

შეგახსენებთ, მიმდინარე ზაფხულში ჯიღაურმა ყაზახური ''ორდაბასი'' დატოვა და კარიერას საფრანგეთში აგრძელებს.

ჯიღაური ფრანგულ გუნდში 18-ნომრიანი მაისურით ასპარეზობს

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები