„სანდერლენდმა“ ახლადშეძენილი ფეხბურთელის წარდგენა ჰომერ სიმფსონს ანდო
Aa
Aa

„სანდერლენდმა“ ახლადშეძენილი ფეხბურთელის წარდგენა ჰომერ სიმფსონს ანდო

კლუბები ახლად შეძენილი ფეხბურთელების წარსადგენად უფრო და უფრო საინტერესო ხერხებს პოულობენ და კრეატიულობაში ერთმანეთს ეჯიბრებიან.

„ვილიარელმა“ სანტი კაზორლა მაგიური ტრიუკის გამოყენებით წარადგინა.

 

„სანდერლენდმა“ კი გაცილებით მარტივ ხერხს მიმართა და ლეგენდარული და ალბათ ყველასთვის საყვარელი ჰომერ სიმფსონი გამოიყენა 

„შავმა კატებმა“ პარასკევს „უიგანიდან“ მაქს პაუერი გადმოიბირეს და გულშემატკივრებს იგი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წარუდგინეს, სადაც „სიმფსონების“ ერთ-ერთი ეპიზოდი იყო გამოყენებული, რომელშიც ჰომერ სიმფსონი სახელს იცვლის და მაქს პაუერი ხდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები