ფირმინოს ქველმოქმედება და გადარჩენილი ორი სიცოცხლე
Aa
Aa

ფირმინოს ქველმოქმედება და გადარჩენილი ორი სიცოცხლე

რობერტო ფირმინომ ორი ბრაზილიელი ბიჭუნას სიცოცხლე გადაარჩინა. "ლივერპულის" ფორვარდმა ოჯახს 59000 ფუნტი გადაურიცხა.

ჟოაო და მიგელი სპინალური კუნთების ატროფიისგან იტანჯებიან. ბავშვების მშობლები ამერიკაში მკურნალობისთვის და მედიკამენტების შეძენისთვის საჭირო თანხების სოციალურ ქსელების მეშვეობით აგროვებდნენ.

Globo-ს ინფორმაციით ოჯახს 827032 ფუნტი სჭირდებოდა და 59132 აკლდათ. ეს თანხა სწორედ ფეხბურთელისგან და მისი მეუღლის, ლარისა პერეირასგან, მიიღეს.

სოციალურ ქსელში, ბიჭების დედამ, გრასიელი შლემერმა, პოსტი გამოაქვეყნა, სადაც განაცხადა: „რობერტო ფირმინოს ცოლი, ლარისა პერეირა, დამიკავშირდა და დამამშვიდა... მან მითხრა, რომ ის და რობერტო დარჩენილი თანხის გადახდას აპირებდნენ“.

„ბევრი ვიტირე, რადგან ამ მომენტს დიდი ხნის განმავლობაში ველოდებოდი"....

„ლივერპულის“ შემტევმა ჟურნალისტებთან საუბარზე უარი განაცხადა, თუმცა Globo-ს კითხვებს მისმა მეუღლემ უპასუხა.

„მათმა ისტორიამ შეგვძრა, ჩვენც მშობლები ვართ და ზუსტად ვიცით რა ტკივილს განიცდიან. რობერტო კეთილი ადამიანია, მისი პიროვნული მახასიათებლები კიდევ ერთხელ გამოჩნდა და მან ახლახანს ორი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ სანაცვლოდ არაფერს ითხოვს. იმედი მაქვს რობერტოს საქციელი ბევრი ადამიანის შთაგონების წყარო გახდება“.

„სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყანა ოჯახებს წამლებით არ უზრუნველყოფს და სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო ოპერაციებს არ აფინანსებს. ძალიან სამწუხაროა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები