მოურინიო „მანჩესტერთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს
Aa
Aa

მოურინიო „მანჩესტერთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს

ცოტა ხნის წინ ლონდონის “ჩელსიდან” დათხოვილი ჟოზე მოურინიო შესაძლოა “მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი გახდეს. ბრიტანული გამოცემა “სანი” იტყობინება, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი “იუნაიტედის” ხელმძღვანელობასთან უკვე მოლაპარაკებას მართავს.

“მანჩესტერში” ამჟამინდელი თავკაცის ლუის ვან გაალის მუშაობით უკმაყოფილონი არიან და ბოლო დროს მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ ბევრჯერ დაწერილა და თქმულა. “წითელი ეშმაკებს” პრემიერლიგაში 29 ქულა აქვთ და მე-5 ადგილს იკავებენ, ხოლო ლიდერ “ლესტერ სიტის” მთელი 9 ქულით ჩამორჩებიან. გარდა ამისა, “მანჩესტერი” ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფს მიღმაც დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები