U16 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში საასპარეზოდ გაემგზავრა
Aa
Aa

U16 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის A დივიზიონში საასპარეზოდ გაემგზავრა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები სერბეთში გაემგზავრა, სადაც ქალაქ ნოვი სადში 10-დან 18 აგვისტოს ჩათვლით მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპში მიიღებს.

16-წლამდელთა ნაკრები ერთადერთია ასაკობრივ ნაკრებთა შორის, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ელიტარულ – A დივიზიონში ასპარეზობს.

გია კაზანჯიანისა და გელა წულაძის გაწვრთნილი გუნდი ხვალიდან ევროპის საუკეთესო ნაკრებებთან ბრძოლაში ჩაებმება და მიზანი, კონტინეტის 16 საუკეთესო გუნდში ადგილის შენარჩუნება იქნება. ამისთვის, საქართველოს ნაკრებმა ადგილი ტურნირის 13 გუნდში უნდა მოიპოვოს.

საქართველოს ნაკრები D ჯგუფში საფრანგეთთან, იტალიასთან და ესტონეთთან მოხვდა.

                                                             საქართველოს ნაკრების კალენდარი


                                        ესტონეთი – საქართველო – 10 აგვისტო, 15:45
                                        საქართველო – საფრანგეთი – 11 აგვისტო, 20:15
                                        საქართელო – იტალია – 12 აგვისტო, 20:15

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები