ახალგაზრდა ხელბურთელები იწყებენ
Aa
Aa

ახალგაზრდა ხელბურთელები იწყებენ

ხვალ  თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ხელბურთში  ევროპის ჩემპიონატი თვრამეტწლამდელ ჭაბუკთა შორის იწყება.

პირველ დღეს საქართველოს ნაკრების მეტოქე ფინეთი იქნება. მათ გარდა ჯგუფში ჩვენი მეტოქეები  ბელარუსი, საბერძნეთი და იტალია არიან. ნაკრებთან ერთად იმყოფება გუნდის ლიდერი გიორგი ცხოვრებაძე , რომელიც ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონის, საფრანგეთის მონპელიეს წევრია.

ცხოვრებაძეს უკვე უთამაშია  საქართველოს ეროვნულ, ახალგაზრდულ და წინა თაობის ჭაბუკთა ნაკრებებში, ახლა კი პირველად უწევს თანატოლების ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა.

ნახევარფინალში ჯგუფებიდან 2-2 გუნდი გადის და საქართველოს ნაკრების მიზანიც ეგ არის.  ანალოგიური ტურნირი იმართება ავსტრიის ქალაქ ტულნში, ამ ორი ჩემპიონატის გამარჯვებული კი  2020 წლის ოცწლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ელიტარულ 16 გუნდში თამაშის უფლებას მიიღებს.

საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის ყველა მატჩს 17 საათზე დაიწყებს.

ცხელი ამბები