ლუკა ალავიძემ JR.NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებ-წგებით დაიწყო
Aa
Aa

ლუკა ალავიძემ JR.NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატი მოგებ-წგებით დაიწყო

ამერიკის ქალაქ ორლანდოში სტარტი აიღო ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიოს ჩემპიონატმა, რომელშიც ევროპის კონტინენტის ღირსებას ლუკა ალავიძე იცავს.

ევროპის ნაკრებმა, 7 აგვისტოს 2 მატჩი  გამართა. ევროპელებმა ჯერ ინდოეთს სძლიეს 75:34, შემდეგ კი სამხრეთ ამერიკას შეხვდნენ და 39:44 დამარცხდნენ. ორივე მატჩი ქართველმა მოთამაშემ სასტარტო ხუთულში დაიწყო.

ინდოეთთან ლუკამ მოედანზე 17 წუთი გაატარა და 2 ქულა, 2 პასი და 1 მოხსნა მიითვალა. მეორე შეხვედრაში ალავიძე 9:19 წუთი ათამაშეს.

8 აგვისტოს ევროპის ნაკრებს 1 შეხვედრა აქვს დაგეგმილი აზია-პასიფიკთან, რის შემდეგაც კონფერენციაში ნაჩვენები შედეგების შესაბამის ადგილს დაიკავებს და 9 აგვისტოდან პლეი ოფში გადაერთვება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები