ბოატენგი
Aa
Aa

ბოატენგი "მილანში" ბრუნდება

როგორც მოგეხსენებათ, კევინ-პრინს ბოატენგი სექტემბრიდან მოყოლებული "მილანში" ვარჯიშობს. იანვარში კი იტალიურ გრანდთან სრულფასოვან კონტრაქტს გააფორმებს.

ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბარში "მილანის" გენერალურმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა.

მისივე თქმით ,გუნდს სუსო დატოვებს, რომელიც იჯარის წესით "ჯენოაში" გადაბარგდება.

ბოატენგი მილანურ გუნდთან კონტრაქტს 4 იანვარს გააფორმებს. კონტრაქტის პირობები ჯერჯერობით უცნობია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები