პოლ პოგბას საზაფხულო საგა - მინო რაიოლა,
Aa
Aa

პოლ პოგბას საზაფხულო საგა - მინო რაიოლა, "მანჩესტერი" და "ბარსელონა"

პოლ პოგბას "საქვეყნოდ ცნობილი აგენტი", ფრანგი ფეხბურთელის „ბარსელონაში“ ტრანსფერის გაჩარხვას ცდილობს. მინო რაიოლა ესპანურ გუნდს ორი წლის წინ, პოგბას „იუვედან“ „მანჩესტერში“ გადასვლის შემდეგ დაუკავშირდა და ესპანური გამოცემების ინფორმაციით მოლაპარაკები რამდენიმე დღის წინაც გამართა,. რაც შეეხება ფეხბურთელს, იგი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ დასასვენებლად იმყოფებოდა და გუნდს ორშაბათს შეუერთდა, მასთან დაახლოებული წყაროების თქმით იგი გუნდის შეცვლის ვარიანტს არ გამორიცხავს.

„იუნაიტედმა“ რამდენჯერმე განაცხადა, რომ პოგბა არ იყიდება და როგორც “Sky Sports” იტყობინება ორშაბათს „ბარსელონას“ წინადადებაც უარყო, რომლის მიხედვით კატალონიელები „მანჩესტერს“ 44.6 მილიონ ფუნტს, იერი მინას და ანდრე გომეშს სთავაზობდნენ. როგორც ჩანს ფრანგის „მანჩესტერიდან“ წასვლა საკმაოდ ბევრ პრობლემასთან იქნება დაკავშირებული და ეს პოგბას წარმომადგენლებსაც იდეალურად ესმით, თუმცა ის ფაქტი, რომ რაიოლამ „ბარსას“ ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი შესთავაზა ინგლისური გუნდის ქომაგებისთვის საკმაოდ შემაშფოთებელია.

„წითელი ეშმაკები“ თვლიან, რომ ეს უბრალოდ რაიოლას ფანდია, რომელიც პოგბას ხელფასის გაზრდისკენაა მიმართული. აღსანიშნავია, რომ სანჩესის მიერ „არსენალთან“ გაფორმებული კონტრაქტის შემდეგ, რომლის შედეგად ჩილელი კვირაში 500000 ფუნტს იღებს, რაიოლამ „იუნაიტედის“ ბოსებს პოგბას ანაზღაურების გაზრდა რამდენჯერმე მოთხოვა. 25 წლის ფეხბურთელის სავარაუდო ტრანსფერის შესახებ სპეკულაციები დიდი ხანია ვრცელდება,ჯერ კიდევ იანვარში პეპ გუარდიოლამ განაცხადა, რომ რაიოლამ მას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას პოგბას ყიდვა შესთავაზა.

“Daily Mail”-ის ინფორმაციით გასულ სეზონში ფრანგ ფეხბურთელს ჟოზე მოურინიოსთან ურთიერთობა ძალიან დაეძაბა და ეს უკანასკნელი პოგბას გუნდიდან გაშვებას გეგმავდა. სიტუაცია მუნდიალის შემდეგ ჟოზეს მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა უფრო გაამწვავა. იმის ნაცვლად, რომ საკუთარი შეგირდი შეექო და მისთვის მსოფლიო ჩემპიონობა მიელოცა, პორტუგალიელმა პოგბას იმ საკითხების იდენტიფიცირებისკენ მოუწოდა, რომლებმაც „მანჩესტერისგან“ განსხვავებით, ნაკრებში მისი კარგი თამაში განაპირობა.

გასულ თვეს „განსაკუთრებულმა“ განაცხადა: „ვფიქრობ გუნდი არაფერ შუაშია და პრობლემა პოგბას უკავშირდება. სათამაშო სქემა მისი საუკეთესო თვისებების გამოვლენის საშუალებას იძლევა, მაგრამ პოლი ამის გაკეთებაზე უარს თავად ამბობს. ვფიქრობ, მსოფლიო ჩემპიონატი მისნაირი ფეხბურთელებისთვის იდეალური ადგილია, რადგან ერთი თვის მანძილზე გამოკეტილი ხარ და ერთადერთი რაზეც ფიქრობ ფეხბურთია“.

„მოთამაშეები თანაგუნდელებთან ერთად სასტუმროში იმყოფებიან, გარესამყაროს მოწყვეტილები არიან და სხვისი ზეგავლენის ქვეშაც არ ხვდებიან“.

ესპანური და იტალიური წყაროების ინფორმაციით რაიოლა „ბარსას“ წარმომადგენლებს ორშაბათს კიდევ ერთხელ ესაუბრა და აღნიშნული ფაქტი პოგბასთან ახლოს მყოფმა წყაროებმაც დაადასტურეს, თუმცა რამდენად გაუშვებს „იუნაიტედი“ ფრანგ ვარსკლავს არავინ იცის.

„ბლაუგრანას“ პოგბას შეძენა თვის ბოლომდე შეუძლია, თუმცა გასათვალისწინებელია ის, რომ ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა 9 აგვისტოს იხურება და „წითელ ეშმაკებს“ შემცვლელის საპოვნელად დიდი დრო ნამდვილად არ ექნებათ, თუ რა თქმა უნდა მისი ფრედით ჩანაცვლებას არ გეგმავენ.

პოგბას შესახებ გავრცელებული ჭორების პარალელურად „იუნაიტედი“ „ბაიერნის“ ცენტრალური მცველით, ჟერომ ბოატენგითაა დაინტერესებული. გერმანელები ამ უკანასკნელის სანაცვლოდ 50 მილიონ ფუნტს ითხოვენ, „წითელი ეშმაკები“ კი მასში 40 მილიონზე მეტის გადახდას არ აპირებენ.

ბოატენგის გარდა „იუნაიტედს“ მინას, მაგუაიერის და ალდერვეირელდის სახელებს უკავშირებენ, როგორც აღვნიშნეტ სატრანსფერო ფანჯარა 9 აგვისტოს იხურება და როგორც ჟოზე მოურინიო იუწყება თუ შემადგენლობა არ გაძლიერდება მის გუნდს საკმაოდ რთული პერიოდი ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები