ვინს კარტერი ბეჭდების „დევნას“ არ აპირებს
Aa
Aa

ვინს კარტერი ბეჭდების „დევნას“ არ აპირებს

ლეგენდარულ ვინს კარტერს კოლეგებთან ბეჭდების „დევნის“ საკითხთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვს, თუმცა თავად იგივეს გაკეთებას არ აპირებს.

41 წლის კალათბურთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „მე იმ ეპოქის წარმომადგენელი ვარ, რომელშიც ყველაფერი სხვანაირად იყო. ჩემში ეს ყველაფერი დიდი ხანია ჩანერგილია და ამას ვერაფერი შეცვლის. თანამედროვე კალათბურთელებთან, ვინც ბეჭდებს „დასდევს“, პრობლემა არ მაქვს, მაგრამ მე ერთ-ერთ მათგანი ნამდვილად არ ვარ“.

კარტერმა რამდენიმე კვირის წინ ერთწლიანი ხელშეკრულება „ატლანტა ჰოქსთან“ გააფორმა და მისი ანაზღაურება 2.4 მილიონოი დოლარი იქნება.

კითხვაზე, კარიერის ამ პერიოდში ბეჭდის „დევნის“ შესაძლებლობასთან დაკავსირებით, ვინსმა განაცხადა: „მე კალათბურთის თამაში მინდა და მენტორობას არ ვაპირებ! სადაც სათამაშო დროა, მეც იქ ვარ“!

შეგახსენებთ, რომ 2018-19 წლების სეზონი კარტერისთვის 21-ე იქნება. ლეგენდარულ კარტერს ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონობა არცერთხელ მოუპოვებია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები