პოგბა ''ბარსელონას'' შეუთანხმდა - მსოფლიოს ჩემპიონი ''ნისლიან ალბიონს'' ტოვებს
Aa
Aa

პოგბა ''ბარსელონას'' შეუთანხმდა - მსოფლიოს ჩემპიონი ''ნისლიან ალბიონს'' ტოვებს

იტალიური Calciomercato-ს ცნობით ''მანჩესტერ იუნაიტედს'' პოლ პოგბა დატოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდში ფრანგის შემცვლელი არ ჩანს, პოგბა ''წითელ ეშმაკებს'' დატოვებს და კარიერას კატალონიის ''ბარსელონაში'' გააგრძელებს.

Tuttosport-ის ცნობით მინო რაიოლა ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ხელმძღვანელებს შეხვდება და ''ბლაუგრანას'' წინადადებას გააცნობს. პრემიერლიგაში სატრანსფერო ფანჯარა ხუთშაბათს, 9 აგვისტოს იხურება.

Calciomercato-ს ცნობით ესპანური გრანდი მზადაა პოგბას სანაცვლოდ 100 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს. Corsport-ის და Gazzetta-ს ცნობით ''ბარსა'' მსოფლიოს ჩემპიონის ტრანსფერში 112 მილიონ ევროს გაიღებს.

საინტერესოა, რომ ტურინის ''იუვენტუსს'' პოგბას დაბრუნება სურს, თუმცა ფეხბურთელის სურვილი''ბარსელონაში'' თამაშია.

Calciomercato-ს ჟურნალისტმა ელეონორა ტროტამ პოგბასთან დაკავშირებით twitter-ზე დაწერა: ''ბარსელონამ'' პოგბასთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა. ესპანური კლუბი და რაიოლა 110-მილიონიანი კონტრაქტის გაფორმებაზე მუშაობენ.''

Corriere dello Sport-ის ცნობით ''ლაციოს'' ფეხბურთელი მილინკოვიჩ-სავიჩი შესაძლოა ''მანჩესტერ იუნაიტედში'' ან ლონდონის ''ჩელსიში'' გადავიდეს. სერბი ტალანტის აგენტმა მატეა კეჟმანმა მისი კლიენტის გადაბირება ორივე ინგლისურ კლუბს შესთავაზა.

''ლაციოს'' პრეზიდენტი კლაუდიო ლოტიტო სავიჩის სანაცვლოდ 150 მილიონ ევროს ითხოვს. გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე ზაფხულში რონალდუსა და იგუაინის ტრანსფერები გაცილებით იაფი დაჯდა, ლოტიტოს მოთხოვნის დაკმაყოფილება რეალური არ ჩანს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები