ტობი ალდერვეირელდმა გულშემატკივარს უცნაური თხოვნა აუსრულა
Aa
Aa

ტობი ალდერვეირელდმა გულშემატკივარს უცნაური თხოვნა აუსრულა

ტობი ალდერვეირელდის ავტოგრაფის ქონა ბევრ გულშემატკივარის ოცნებაა, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი გაცილებით შორს წავიდა და მისი ამოსვირინგება გადაწყვიტა.

გადაწყვეტილების შესახებ ქომაგმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში განაცხადა. ბელგიელმა ხსენებული პოსტის ხილვის შემდეგ "ტვიტერზე" საკუთარ გამომწერებს მისი მოძებნა თხოვა და გულშემატკივარის "ოცნების" ახდენის დაპირება დადო.

დღეს ალდერვეირელდმა საკუთარ "ტვიტერზე" ვიდეო გაავრცელა, სადაც თავისი დანაპირების ასრულებაა აღწერილი

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ცენტრალური მცველი დიდი ალბათობით კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს, როგორც ბრიტანული გამოცემები იუწყებიან "წითელმა ეშმაკებმა" "ტოტენჰემთან" ალდერვეირელდის თაობაზე შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და მის სანაცვლოდ 60 მილიონ ფუნტს გადაიხდიან.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები