ბუფონი
Aa
Aa

ბუფონი "იუვეს" კვლავ არ ივიწყებს

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, „პსჟ“-ის რიგებში პირველი ოფიციალური მატჩის შემდეგ მშობლიურ კლუბს, „იუვენტუსს“ მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

პარიზელებმა ჩინეთში გამართულ საფრანგეთის სუპერ თასის შეხვედრაში, პრინციპული მეტოქე, „მონაკო“ 4-0 გაანადგურეს, „პსჟ“-ის მხრიდან დი მარია დუბლი მიითვალა, ხოლო თითო-თითო ბურთი ნკუნკუმ და ვეამ შეაგდეს.

მატჩის შემდეგ „ჯიჯიმ“ „ინსტაგრამზე“ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა:

„40 წლის ასაკშიც შეგიძლია სუპერთასის მოგებით ბედნიერი იყო".

„იუვე“ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა! შენმა განსაკუთრებულმა სამუშაო კულტურამ, ამ ასაკში ოპტიმალურ ფორმაში ყოფნის და მაღალ დონეზე თამაშის საშუალება მომცა“.

„მადლობა „პსჟ“-ს, რომელმაც ჩემს გადმოსაბირებლად საჭირო რესურსები გამონახა. მადლობა ჩემს ახალ თანაგუნდელებს, რომლებიც კლუბში მოსვლისას დიდი ენთუზიაზმით დამხვდნენ და დღეს თასის მოგების საშუალება მომცეს, თქვენს მიმართ უდიდესი პატივისცემა გამაჩნია“.

„და მადლობა ჩემს კოლეგას, კევინ ტრაპს, მიუხედავად ჩემი შეთავაზებისა მას სურდა, რომ პირველ ნომრიანი მაისური მეტარებინა და საკუთარი უპრობლემოდ დათმო. კევინ მადლობას მთელი გულით გიხდი! ასევე ყველა იმ ადამიანის მადლიერი ვარ, რომელმაც ასეთი ემოციების ხელახლა მიღების საშუალება მომცა“.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები