დუაიტ ჰოვარდი
Aa
Aa

დუაიტ ჰოვარდი "ჰიუსტონ როკეტსთან" კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს

"ჰიუსტონ როკეტსის" ცენტრი დუაიტ ჰოვარდი აპირებს გამოიყენოს თავის კონტრაქტში არსებული პუნქტი კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის შესახებ და 2016 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავიდეს. ამის შესახებ, საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა ESPN-ის მიმომხილველმა კრის ბრუსარდმა.

კონტრაქტის გაწყვეტით დუაიტი დაკარგავს 2016-17 წლების სეზონისთვის განკუთნილ 23 მილიონ დოლარს, მაგრამ იმედოვნებს, რომ მრავალწლიან კონტრაქტს გააფორმებს სხვა კლუბთან.

როგორც უკვე ვწერდით, ჰოვარდი "როკეტსში" თავისი როლით უკმაყოფილოა და თავისუფალი აგენტების ბაზარზე გასვლაც ამით არის განპირობებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები