დებიუტი ლა ლიგის კლუბში - 19 წლის ქართველმა ''ჟირონაში'' ითამაშა
Aa
Aa

დებიუტი ლა ლიგის კლუბში - 19 წლის ქართველმა ''ჟირონაში'' ითამაშა

ესპანური ''ჟირონას'' 19 წლის ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა პირველ გუნდში სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ''საბადელთან'' მოგებული მატჩი ამხანაგური იყო, ''საბურთალოს'' ყოფილი ნახევარმცველისთვის პირველ გუნდში გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია.

საქართველოს 19 წლამდე ნაკრების კაპიტანმა ''საბადელის'' წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა. მან მოედანზე 65 წუთი გაატარა. მასთან ერთად სასტარტო შემადგენლობაში გორკა ირაისოსი, კარლეს პლანასი, ალეიშ გარსია და პედრო პორო მოხვდნენ. ''ჟირონამ'' 1:0 დაამარცხა ''საბადელი''.

2017 წლის ზაფხულში საქართველოში ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართა. აღნიშნულ ტურნირზე გიორგი ყიფიანის გუნდის შემადგენლობაში ქოჩორაშვილმა თავი კარგად წარმოაჩინა და ესპანური გუნდის ყურადღება დაიმსახურა. გასული სეზონი ქოჩორაშვილმა ''ჟირონას'' 19 წლამდე გუნდში გაატარა.

4 აგვისტოს ''ჟირონა'' მაურისიო პოჩეტინოს გაწვრთნილ ''ტოტენჰემს'' შეხვდება. როგორც ფეხბურთელმა crystalsport-თან საუბარში აღნიშნა, შესაძლოა ლონდონური გუნდის წინააღმდეგაც ითამაშოს.

''ჟირონამ'' გასულ სეზონში ლა ლიგაში მე-10 ადგილი დაიკავა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები