18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ავსტრიაში გაემგზავრა
Aa
Aa

18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე საასპარეზოდ ავსტრიაში გაემგზავრა

საქართველოს 18 წლამდე გოგონათა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე სათამაშოდ ავსტრიაში გაემგზავრა. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილი ნაკრები უკვე მეორე სეზონია, ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში ასპარეზობს. 2017 წელს ქართველმა გოგონებმა რანგით მეორე დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს.

წლეულს B დივიზიონს 3-დან 12 აგვისტოს ჩათვლით ავსტრიის ქალაქები – ობერვარტი, ფიურსტენფილდი და გუსინგი უმასპინძლებენ. ტურნირში მთლიანობაში 24 ნაკრები იასპარეზებს, რომლებიც 4 ჯგუფში არიან განაწილებულნი. საქართველოს ნაკრები A ჯგუფში – ფინეთთან, რუმინეთთან, პორტუგალიასთან, კვიპროსთან და ისლანდიასთან მოხვდა. ჯგუფიდან პლეი ოფში  2 საუკეთესო გუნდი იასპარეზებს.   

3 აგვისტო       რუმინეთი – საქართველო                 22:15
4 აგვისტო       საქართველო – ისლანდია                 22:15
5 აგვისტო       ფინეთი – საქართველო                      20:00
7 აგვისტო       საქართველო – პორტუგალია           17:45
8 აგვისტო       კვიპროსი – საქართველო                   22:15

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები