ტერ-შტეგენი რონალდუსა და
Aa
Aa

ტერ-შტეგენი რონალდუსა და "რეალზე": "დაპირისპირება ნებისმიერ შემთხვევაში რთული იქნება"

„ბარსელონას“ გერმანელი გოლკიპერი მარკ ანდრე ტერ-შტეგენი გუნდს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა.

26 წლის მეკარემ „რეალიდან“ რონალდუს წასვლის შესახებ ისაუბრა და ასევე „ბარსელონაში“ მიმდინარე მოვლენებსაც შეეხო.

„ვფიქრობ მადრიდელებს შესანიშნავი გუნდი ჰყავთ, როგორც ყოველ წელს, ასევე ჩვენც. ეყოლება თუ არა რეალს რონალდუ, მათთან დაპირისპირება ნებისმიერ შემთხვევაში რთული იქნება.

თქვენ უნდა გაიგოთ, რომ ეს იყო მოთამაშე რომელიც ბევრ შეხვედრაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, თუმცა ჩვენ საკუთარ თამაშზე ვახდენდით კონცენტრაციას და ვიცით, რომ თუ თავდაჯერებულები ვიქნებით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“.

ტერ შტეგენი „ბარსელონაში“ თავის მე-5 სეზონს იწყებს. გერმანელი გოლკიპერი შესაძლოა გუნდის ერთ-ერთი ვიცე-კაპიტანი გახდეს. ანდრეს ინიესტას კაპიტნის სამკლაურს კი ლეო მესი მოირგებს.

„ამ ყველაფერს გუნდი გადაწყვეტს, თუმცა ჩემთვის ერთ-ერთ კაპიტნად დასახელება დიდი პატივი იქნება, თუმცა ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის. ჩვენ უფრო მეტი გვჭირდება ვიდრე უბრალოდ ოთხი კაპიტანი“.

აქვე გეტყვით, რომ 2018-2019 წლების სეზონში პირველი „ელ კლასიკო“ „კამპ ნოუზე“ 28 ოქტომბერს გაიმართება (მე-10 ტური). განმეორებითი მატჩი 3 მარტს მადრიდში „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედგება (26-ე ტური).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები