სარი:
Aa
Aa

სარი: "მინდა ვილიანს შევხვდე და გავესაუბრო"

„ჩელსის“ იტალიელი თავკაცი მაურიციო სარი გუნდის ლიდერების შენარჩუნებას ცდილობს.

იტალიელმა სპეციალისტმა ედენ აზარის დარწმუნება შეძლო და ბელგიელი ფეხბურთელი მინიმუმ 1 წლით „სტემფორდ ბრიჯზე“ დარჩება.

რაც შეეხება ვილიანს, ბრაზილიელს გუნდიდან წასვლა ყველაზე მეტად სურს და მას მსურველებიც არ აკლია.

სარი ვილიანთან შეხვედრას და მასთან გასაუბრებას გეგმავს.

მე მინდა ვილიანს შევხვდე და გავესაუბრო, სანამ თქვენს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხს გავცემ. შექმნილი სიტუაცია არ მომწონს, მაგრამ როგორც უკვე ვთქვი ფეხბურთელთან გასაუბრება მსურს“.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელის შეძენის სურვილს „მანჩესტერ იუნაიტედი“ და მადრიდის „რეალი“ გამოთქვამენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები