NBA: „გოლდენ სტეიტზე“ ეფექტური „სან ანტონიოა“
Aa
Aa

NBA: „გოლდენ სტეიტზე“ ეფექტური „სან ანტონიოა“

"გოლდენ სტეიტს" ერთადერთი მარცხი ამ სეზონში "მილუოკისგან" აქვს და გუშინ, "მეომრებს" რევანშის აღების საშუალება მიეცათ. თუმცა მასპინძლებისთვის არც ისე კარგად იწყებოდა ყველაფერი - დიდი შესვენებისთვის 12 ქულით აგებდნენ - 58:70.

ასეთი ჩამორჩენა ჩემპიონებს ამ სეზონში არასოდეს ჰქონიათ. მაგრამ შემდეგ საქმეს სერიოზულად მოჰკიდეს ხელი დრეიმონდ გრინმა და სტივენ კარიმ. პირველმა დაახლოებით ერთ წუთში რვა ქულა დააგროვა, მეორემ კი თავის საყვარელ საქმეს მოჰკიდა ხელი, ზედიზედ რამდენიმე შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში და "გოლდენ სტეიტმა" თამაშში გარდატეხა შეიტანა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, "გოლდენ სტეიტმა" მეთვრამეტედ მოიპოვა გამარჯვება, როცა მატჩის მსვლელობისას ორნიშნა სხვაობით აგებდა. კალიფორნიელებს ასეთი მატჩების 58 პროცენტი აქვთ მოგებული. NBA-ის დანარჩენ გუნდებს - დაახლოებით 21 პროცენტი.

გარდა ამისა, "უორიორზმა" ზედიზედ 30-ე მატჩი მოიგო შინ, რითაც მეცხრე გუნდი გახდა ისტორიაში, რომელმაც ასეთი სერია გამოაცხო. ბოლოს ასეთი სერია 1996-97 წლების სეზონში "ჩიკაგოს" ჰქონდა.

მხოლოდ "გოლდენ სტეიტი" არ არის დაუმარცხებელი საკუთარ მოედანზე. მეორეა "სან ანტონიო". ის, აგრეთვე, ერთადერთი გუნდია, რომელიც ლიგის TOP3-ში შედის დაცვაში და შეტევაში თამაშის მიხედვით. ტექსასელები 108.2 ქულას აგდებენ და მეტოქეებს მხოლოდ 93.9 ქულას აგდებინებენ. ბოლო გუნდი, რომელიც 94 ქულაზე მეტს არ აგროვებინებდა მეტოქეებს, 1974-75 წლების სეზონის "ვაშინგტონი" იყო. სხვათა შორის, თუ შევადარებთ დაცვითი და შეტევითი მოქმედებების ეფექტურობის ბალანსს, ირკვევა, რომ "სპურსი" "გოლდენ სტეიტზე" ძლიერია.

"კლიპერსთან" მატჩმა (115:107) აჩვენა, რამდენად შეიძლება სასარგებლო იყოს "სან ანტონიოსთვის" ლამარკუს ოლდრიჯი, რომელმაც 26 ქულა დააგროვა. შესანიშნავად ათამაშდა ტონი პარკერი, ხოლო კავაი ლეონარდი MVP-ის პრეტენდენტის დონეზე თამაშობს.

უბრალოდ, "სპურსი" საზოგადოების ნაკლებ ყურადღებას იმსახურებს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეტოქეები არ აქცევენ ყურადღებას გრეგ პოპოვიჩის გუნდს. "გოლდენ სტეიტს" სერიოზული ოპონენტი ჰყავ საკუთარ კონფერენციაში.

შაბათის სათამაშო დღეს, "ჩიკაგომ" და "დეტროიტმა" ამ სეზონის ყველაზე გიჟური მატჩი ჩაატარეს. გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო გახდა ოთხი ოვერტაიმი. ჯიმი ბატლერმა მატჩის 68-ე წუთზე სამქულიანი ააცილა და ანგარიში აღარ შეიცვალა. "იუნაიტედ ცენტრის" მაყურებელი სამსაათნახევრიანი უნიკალური მარათონის მოწმე გახდა. ეს იყო მხოლოდ მეცამეტე შეხვედრა ლიგის ისტორიაში, როცა მატჩის ბედი ოთხი დამატებითი დროის შემდეგ გაირკვა.

ჯიმი ბატლერმა პერსონალური რეკორდი დაამყარა ქულების რაოდენობით (43), დერიკ როუზმა კი სეზონში საუკეთესო ციფრები დააფიქსირა (34 ქულა, თუმცა 34 ტყორცნის შემდეგ). სწორედ მას შეეძლო შეხვედრა ძირითად დროში დაესრულებინა, მაგრამ ბოლო ტყორცნა გააფუჭა.

კენტავიუს კოლდუელ-პოუპის სამქულიანმა შეხვედრა მეოთხე ოვერტაიმში გადაიყვანა, რომელიც უფრო მძლავრად "პისტონზმა" დაიწყო. ანდრე დრამონდის ჩატენვამ და რეჯი ჯექსონის "ენდ-უანმა" სტუმრები წინ გაიყვანა. და დეტროიტელებმა თავიანთი შანსი არ გაუშვეს. საბოლოოდ, დრამონდი და ჯექსონი გახდნენ "დეტროიტის" მთავარი გმირები, მათ შესაბამისად, 33 და 31 ქულა დააგროვეს.

სხვათა შორის, დრამონდი "დეტროიტის" პირველი მოთამაშეა ბოლო 25 ქულის განმავლობაში, ვინც ერთ მატჩში მინიმუმ 30 ქულა და 20 მოხსნა დააგროვა. 1990-91 წლების სეზონში ეს გააკეთა დენის როდმანმა.

ამ ეპიკურ მატჩში "ჩიკაგოს" ქულების 75 პროცენტი დააგროვა სამმა მოთამაშემ - ბატლერმა, როუზმა და პაუ გასოლმა. თითოეულმა მინიმუმ 30 ქულა მიითვალა. 1986 წელს, ჩიკაგოელთა ლეგენდარულმა ტრიომ გააკეთა იგივე - მაიკლ ჯორდანმა, სკოტი პიპენმა და ტონი კუკოჩმა.

ცხელი ამბები