იგუაინი:
Aa
Aa

იგუაინი: "მილანში მისთვის მოვედი, რომ რაც შეიძლება მეტ წარმატებას მივაღწიო"

გონსალო იგუაინმა იტალიურ პრესაში არსებულ სპეკულაციებს წერტილი დაუსვა და როსონერიში გადასვლა დაადასტურა. გუშინ არგენტინელი ფეხბურთელი მილანს ესტუმრა და დღეს დილით თავის ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

იგუაინს ქალაქის ქუჩებში ასობით გულშემატკივარი დახვდა და ფეხბურთელმა სასტუმროში შესვლამდე მცირე კომენტარიც გააკეთა.

„პირველ რიგში კონტრაქტს ხელს მოვაწერ და მომავალზე მხოლოდ ამის შემდეგ ვისაუბრებ. ხვალ სამედიცინო შემოწმებას გავივლი და იმედი მაქვს გუნდთან ხელშეკრულებას გავაფორმებ. აქ ახალი თავგადასავალის დაწყებას ვაპირებ მაგრამ მანამდე მინდა როგორც მილანის ასევე იუვენტუსის გულშემატკივრებს მივესალმო, იუვეს ქომაგები მუდამ მხარს მიჭერდნენ და მათგან დიდ სიყვარულს ვგრძნობდი.

„მილანში გადმოსვლაზე ლეონარდომ დამითანხმა. გატუზოს უკვე ვესაუბრე და აქ იმისთვის მოვედი, რომ რაც შეიძლება მეტ წარმატებას მივაღწიო“.

გონსალომ იუვენტუსის შემადგენლობაში 105 შეხვედრა ჩაატარა და 55 გოლი გაიტანა. როსონერი მას ჯერ იჯარის წესით, 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ აიყვანს, ხოლო წლის ბოლოს მისი გამოსყიდვა 36 მილიონი ევროდ ევროდ შეეძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები