ასენსიო დე ხეას:
Aa
Aa

ასენსიო დე ხეას: "კარიუს! კარიუს!"

გასული სეზონი „ლივერპულისთვის“ საკმაოდ ემოციური და სევდიანი გამოდგა.

განსაკუთრებით მძიმე სიტუაციაში „მერსისაიდელთა“ გოლკიპერი ლორის კარიუსი იყო, რომელმაც ფინალში კურიოზული გოლები გაუშვა. როგორც შემდეგში გაირკვა კარიუსი ტვინის შერყევით თამაშობდა.

გერმანელი მეკარე რამოსთან შეჯახებისას დაშავდა.

სოციალურ ქსელებში კარიუსი დაცინვის მთვარი ობიექტი იყო და ის საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა.

მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების გოლკიპერმა დავიდ დე ხეამ მოულოდნელად არადამაჯერებელი თამაში აჩვენა და ბავშვური შეცდომები დაუშვა. განსაკუთრებით პორტუგალიასთან მატჩში.

2 დღის წინ ამერიკაში წინასასეზონო მოსამზადებელ ტურნეში მადრიდის „რეალი“ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

მატჩამდე, გასახდელიდან მომავალ გვირაბში მარკოს ასენსიო თავის თანამემამულე დავიდ დე ხეას ბოროტად ეხუმრა და დაუყვირა: „კარიუს, კარიუს, კარიუს!“

ბრიტანეთში სოციალურ ქსელებში ეს ვიდეო უმალვე აიტაცეს და ასენსიოსგან ამგვარი ქმედება შეურაცხმყოფელად მიიღეს.

ისედაც რთულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფი კარიუსისთვის მისი სახელის ასე გამოყენება ქომაგებმა ასენსიოს არ მოუწონეს.

თავად დე ხეა ასენსიოს საკმაოდ თბილად შეხვდა.

შეხვედრა "იუნაიტედის" გამარჯვებით 2:1 დასრულდა

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები