Aa
Aa

"20-ით ნაკლები დღე...ეს ყველაფერი არასწორია" - პოჩეტინო ინგლისში სატრასნფერო ფანჯრის ადრე დახურვას აპროტესტებს

ტოტენჰემის მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო თვლის, რომ პრემიერ ლიგის გუნდები ინგლისში სატრანსფერო ფანჯრის ადრე დახურვის გამო საკმაოდ არახელსაყრელ სიტუაციაში იმყოფებიან.

შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემის შედეგად ტრანსფერებისთის განკუთვნილი დრო პრემიერ ლიგაში 9 აგვისტოს, ჩემპიონატის დაწყებამდე იწურება, ხოლო სხვა ქვეყნებში აღნიშნული პერიოდი თვის ბოლომდე გრძელდება და პოჩეტინოს აზრით ეს დიდი უსამართლობაა.

„ინგლისში ყველა ერთ სიტუაციაში ვიმყოფებით და ვფიქრობ მიღებული გადაწყვეტილებით არც პრემიერ ლიგის სხვა გუნდების წარმომადგენლები არიან ბედნიერი“.

„პირადად მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი არასწორია, თუ ევროპის და სხვა ქვეყნის გუნდებთან ერთ, კონკრეტულ თარიღზე, შეთანხმებას მივაღწევდით მაშინ ყველაფერი გასაგები და ლოგიკური იქნებოდა მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მომხდარა“.

„ამ სიტუაციაში მიღებული გადაწყვეტილება ინგლისის წარმომადგენლებს არაფერში დაეხმარება, ჩვენ ევროპის მასშტაბით ტურნირების მოგებისთვის ვიბრძვით და სხვა კლუბებთან შედარებით სატრანსფერო აქტივობებისთვის განკუთვნილი 20-ით ნაკლები დღე ვფიქრობ ჩვენს მიზნებზე დადებით ზეგავლენას ნამდვილად არ მოახდენს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები