მესიმ, ალბამ, პიკემ და ბუსკეტსმა ვარჯიში განაახლეს
Aa
Aa

მესიმ, ალბამ, პიკემ და ბუსკეტსმა ვარჯიში განაახლეს

„ბარსელოანას“ წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპზე ნელ-ნელა ყველა მოთამაშე უბრუნდება.

დღეს დილით კატალონიელებს მესი, ბუსკეტსი, ალბა და პიკე დაუბრუნდნენ.

ფეხბურთელებმა „სიუტატ ესპორტივაზე“ სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარეს და საღამოს პირველ ვარჯიშსაც გამართავენ.

ოთხივე მათგანმა ერთი თვე დაისვენა, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინაც და ესპანეთიც ასპარეზობას მერვედფინალებიდან გამოეთიშნენ.

„ბარსას“ ყველაზე ბოლოს მუნდიალის ფინალისტები უმტიტი, დემბელე და რაკიტიჩი შეუერთდებიან.

ერნესტო ვალვერდეს გუნდი პირველ ოფიციალურ შეხვედრას 12 აგვისტოს ესპანეთის სუპერ თასზე „სევილიას“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები