თორნიკე შენგელია
Aa
Aa

თორნიკე შენგელია "ბასკონიასთან" მეგა კონტრაქტს გააფორმებს

Eurohoops-ის ინფორმაციით თორნიკე შენგელია და „ბასკონია“ ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც თოკო გუნდში 2022 წლამდე დარჩება. ქართველ მძიმე ფორვარდს მოქმედი ხელშეკრულება გუნდთან 2020-მდე აკავშირებდა, გამოცემის ცნობით მხარეებმა კონტრაქტს 2 წელი დაუმატეს და ქართველ კალათბურთელს მკვეთრად გაუმჯობესებული პირობები შესთავაზეს. 

ზუსტი დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება მაგრამ Eurohoops-ის მიხედვით შენგელია „ბასკონიასთან“ მეგა კონტრაქტს გააფორმებს და როგორც გუნდის ისტორიაში ასევე „ევროლიგის“ მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი გახდება.

თოკო „ბასკონიაში“ 2014-ში გადავიდა და გასულ სეზონში „ევროლიგის“ და ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდა.

„ევროლიგაში“ ჩატარებულ 33 შეხვედრაში 26 წლის შენგელია საშუალოდ 13.7 ქულას, 6.6 მოხსნას და 2.2 გადაცემას აგროვებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები