ბასილაშვილი ავსტრიაში დამარცხდა
Aa
Aa

ბასილაშვილი ავსტრიაში დამარცხდა

ჰამბურგში ტრიუმფით დასრულებული ტურნირის შემდეგ ნიკოლოზ ბასილაშვილი ავსტრიის ღია პირველობას გამოეთიშა.

ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში სერბ ლასლო ჯერეს დაუპირისპრიდა და 2 სეტში ანგარიშით 6:3 6:3 დამარცხდა.

შეგახსენებთ , რომ ბასილაშვილმა კიტსბულში 2016 წელს ფინალში იასპარეზა , თუმცა მაშინ იტალიელ ლორენცისთან წააგო.

საქართველოს საუკეთესო და მსოფლიოს 35-ე ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოკეანისგაღმა , ჰარდის საფარიან ტურნირებზე გადაინაცვლებს, სადაც ამერიკის ღია პირველობისთვის მოემზადება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები