''ბარსელონაში'' გადასვლამდე მალკოლმმა თავისი სახელი არ იცოდა'' - მანოლასის ირონიული განცხადება
Aa
Aa

''ბარსელონაში'' გადასვლამდე მალკოლმმა თავისი სახელი არ იცოდა'' - მანოლასის ირონიული განცხადება

საფეხბურთო კლუბ ''რომას'' ფეხბურთელმა კოსტას მანოლასმა ''ბორდოდან'' ''ბარსელონაში'' გადასულ მალკოლმის შესახებ ისაუბრა.

მანოლასის კომენტარი ირონიული იყო. ბერძენი მოთამაშის თქმით, კატალონიურ გუნდში ტრანსფერამდე მალკოლმის სახელი თავად ფეხბურთელმაც არ იცოდა.

''მე არვიცი ვინ არის ის. მე არ ვიცნობ მას. მისალმებას არ ვაპირებ. ვიდრე ''ბარსელონა'' გაიფორმებდა, მისი სახელი თავადაც კი არ იცოდა. მას ''რომაში'' თამაში არ სურდა. უკეთესია, რომ ''ბარსელონაში'' წავიდა'' - აღნიშნა მანოლასმა.

''რომას'' სპორტულ დირექტორ მონკის თქმით, მალკოლმთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია, თუმცა საბოლოოდ ფეხბურთელმა არჩევანი კატალონიურ გუნდზე შეაჩერა.

რაც შეეხება მანოლასს, 27 წლის ბერძენი მცველის შეძენით არაერთი კლუბი დაინტერესდა, თუმცა ფეხბურთელმა ''რომაში'' დარჩენა გადაწყვიტა. მიმდინარე ზაფხულში მანოლასით ''ჩელსი,'' ''მანჩესტერ იუნაიტედი,'' ''ბარსელონა'' და პსჟ დაინტერესდნენ.

დალასში მედიის წარმომადგენელმა ბერძენ ფეხბურთელს კონტრაქტის ერთ-ერთ პუნქტზე ჰკითხა, რომელიც გამოსასყიდი თანხის გაუქმებას გულისხმობდა.

''ამ თემაზე არასდროს გვისაუბრია. ჩემთვის კლუბის დატოვებაზე ფიქრიც კი არაა ადვილი. მე გუნდის წევრი ვარ. ამ გუნდმა ყველაფერი მომცა. ჩემს მსგავსად კლუბის შეცვლა გუნდის სხვა ფეხბურთელებსაც არ სურთ.''

''რომა'' და ''ბარსელონა'' აშშ-ში რჩებიან, სადაც საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე მონაწილეობენ.

მალკოლმის დებიუტი ''ბარსელონაში'' ''ტოტენჰემთან'' შედგა. სადებიუტო შეხვედრაში ბრაზილიელმა პენალტის ნიშნულიდან გამარჯვების გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები