მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კლუბი მადრიდის რეალია
Aa
Aa

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კლუბი მადრიდის რეალია

ლონდონის მარკეტინგულმა სკოლამ ყველაზე ძვირად ღირებული საფეხბურთო კლუბების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელსაც სათავეში მადრიდის "რეალი" უდგას.

ექსპერტებმა "სამეფო კლუბი" 2,07 მილიარდ ფუნტ სტერლინგად შეაფასეს.

მეორე და მესამე ადგილები კატალონიის "ბარსელონას" და "მანჩესტერ იუნაიტედს" ერგოთ, რომელთა ფასიც, ბრიტანელი მარკეტოლოგების მონაცემებით, 2,05 და 2,007 მილიარდ ფუნტ სტერლინგს შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ათეულში მოხვედრილი გუნდიდან 5 პრემიერლიგიდან არის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები