17 წლის ზოზი ქარდავამ კარიერის პირველი ტიტული თელავში მოიგო!
Aa
Aa

17 წლის ზოზი ქარდავამ კარიერის პირველი ტიტული თელავში მოიგო!

23-29 ივლისს, თელავში, ქალთა საჩოგბურთო ტურნირი გაიმართა, რომლის საპრიზო ფონდიც 15 000 ამერიკული დოლარი გახლდათ.

გათამაშებაში 6 ქართველი გოგონა მონაწილეობდა: მარიამ დალაქიშვილი, ზოზი ქარდავა, ანა შანიძე, ანა ქადაგიძე, ეკატერინე ჟორჟოლიანი და ლანა კენჭიაშვილი. მათგან საუკეთესო შედეგი 17 წლის ზოზი ქარდავამ აჩვენა.

თინეიჯერმა ჩოგბურთელმა კარიერის პირველი ტიტული მოიგო, თანაც ეს ძალიან დამაჯარებელ და სოლიდურ სტილში გააკეთა. ქარდავამ ყველა მატჩი 2 სეტში მოიგო და არცერთ მათგანში მეტოქისთვის შანსი არ მიუცია. 

მოსკოვში დაბადებული ქარდავა, რამდენიმე წლის განმავლობაში, ტურნირებში რუსეთის სახელით მონაწილეობდა, თუმცა გასული სეზონიდან მოყოლებული ისტორიული სამშობლო აირჩია და ამიერიდან, ტიტულების მოგებას საქართველოს დროშის ქვეშ ეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები