ლუკა ალავიძე Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება
Aa
Aa

ლუკა ალავიძე Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება

ლუკა ალავიძე JuniorNBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე მიემგზავრება.

13 წლის კალათბურთელი გაზაფხულზე სლოვენიაში გამართულ Junior NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ კემპზე გამოარჩიეს.

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელი ევროპის საუკეთესო 10 მოზარდს შორის მოხვდა და 7-12 აგვისტოს, ფლორიდის შტატის დედაქალაქ ორლანდოში გასამართ მსოფლიოს  პირველობაზე ევროპის ნაკრების ღირსებას დაიცავს. 

მანამდე კი, ლუკა ალავიძე 31 ივლისიდან 4 აგვისტომდე გუნდთან ერთად ვალენსიაში სპეციალურ მოსამზადებელ კემპს გაივლის.

ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ (NBA) უკვე გამოაცხადა ის 32 გუნდი, რომლებიც წარადგენენ ევროპას JR. NBA-ის პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ამ ტიპის პირველი გლობალური ახალგაზრდული ტურნირია 13-14 წლის ბიჭებისა და გოგონებისათვის მთელი მსოფლიოდან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები