ლებრონ ჯეიმსი:
Aa
Aa

ლებრონ ჯეიმსი: "ლეიკერსში გადასვლა ჩემთვის ოცნების ახდენა არის"

საკალათბურთო სამყაროში უმთავრესი მოვლენა ლებრონ ჯეიმსის „ლეიკერსში“ გადასვლა იყო. „მეფე“ ანგელოზთა ქალაქშია.

ლებრონმა „ლეიკერსთან“ 4 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ამ დროის განმავლობაში ის 154 მილიონ დოლარს მიიღებს.

ჯეიმსმა საკუთარი Instagram-ის გვერდზე ვიდეო მიმართვა გაავრცელა სადაც თავისი არჩევანის შესახებ საუბრობს. საინტერესოა, რომ „მეფე“ „ლივერპულის“ მაისურში არის გამოწყობილი.

როგორც ცნობილია, 2011 წელს ჯეიმსმა „მერსისაიდელების“ აქციათა 2% 6.5 მილიონ დოლარად შეიძინა. წელს კი მისმა ორპროცენტიანმა აქციებმა 32 მილიონიანი მოგება მოუტანეს.

„ლეიკერსში გადასვლა ჩემთვის ოცნების ახდენა არის. ბავშვობაში მე დალასის ქომაგი ვიყავი, შემდეგ კი ჩიკაგოს, ნიუ იორკ იანკისაც ვგულშემატკივრობდი.

ყოველთვის ვგრძნობდი, რომ ეს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფრენჩაიზი იყო. და თქვენ უყურებთ ლეიკერსს - გაქვთ შანსი ითამაშოთ ასეთ დიდ ფრენჩაიზში, ასეთი დიდი ისტორიით და იყოთ მეჯიქ ჯონსონის პარტნიორი.

ბავშვობაში მე მის თამაშებს ვუყურებდი. მინდოდა, რომ მეჯიქის მსგავსად no-look გადაცემები შემესრულებინა. მის მსგავსად სპექტაკლების დადგმა მსურდა. ახლა კი ყველაფერი ახდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები