Aa
Aa

"გათამამებული ბავშვი ვარ...როცა მე ვდგები, ჩემთან ერთად მთელი ქვეყანაც დგება"

მსოფლიო ჩემპიონატზე ნეიმარმა მოლოდინი ვერ გაამართლა და ქომაგების მხირდან საკმაოდ დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

ბრაზილიელთა ათიანი მომენტების შექმნისა და გოლების გატანის ნაცვლად ძირითადად მინდორზე იწვა და მეტოქის უხეში თამაშის შემდეგ მომენტის გაფორმებით იყო დაკავებული.

როგორც ცნობილია ნეიმარი ჯილეტის სახეა. კომპანიამ ბრაზილიელი ფეხბურთელი იმიჯის აღსადგენად ახალ სარეკლამო რგოლში გადაიღო.

„თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ, რომ მე ხანდახან ძალიან გადამეტებულად ვრეაგირებ, ხანდახან კი რეალურად. სიმართლე კი ის არის, რომ მოედანზე მე ვზარალდები. თქვენ წარმოდგენაც კი არ გაქვთ, თუ რას განვიცდი ამ ყველაფრის მიღმა.

როდესაც პრესასთან საუბარს გავურბივარ, ეს იმიტომ არ ხდება, რომ მე მხოლოდ გამარჯვება მომწონს. ეს იმიტომ ხდება, რომ მე ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე თქვენთვის იმედების გაცრუება.

როდესაც იმპულსურად ვიქცევი, ეს იმის ბრალია რომ გათამამებული ბავშვი ვარ. ეს მხოლოდ იმის ბრალია, რომ მე ჯერ კიდევ ვერ ვისწავლე იმედგაცრუებებთან გამკლავება.

ჩემში ჯერ კიდევ არის ბავშვი, რომელიც ხანდახან მსოფლიოს თვალს ჭრის. სხვა დროს ეს ყველას გააღიზიანებდა და ჩემი ბრძოლა მდგომარეობს იმაში, რომ მე ეს ბავშვი ცოცხალი უნდა ვამყოფო, მაგრამ ჩემს შიგნით.

თქვენ შეგიძლიათ იფიქროთ, რომ მე ძალიან მძიმედ დავეცი, მაგრამ რეალურად მე არ დავცემულვარ. მე დამსხვრეული ვარ. ეს იმაზე მეტად მტკივნეულია, ვიდრე ვინმეს მიერ კოჭზე დაბიჯება.

მე თქვენი კრიტიკის მისაღებად დრო დავხარჯე. ასევე დავხარჯე დრო იმისთვის, რომ სარკეში ჩამეხედა და ახალი ადამიანი გავმხდარიყავი. ახლა მე აქ ვარ გახსნილი გულით.

მე დავეცი, მაგრამ ვინც ეცემა მათ წამოდგომა შეუძლიათ. თქვენ შეგიძლიათ ჩემთვის ქვების სროლა განაგრძოთ, ან შეგიძლიათ ქვები გადაყაროთ და წამოდგომაში დამეხმაროთ, რადგან როცა მე ვდგები, ჩემთან ერთად მთელი ქვეყანაც დგება“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები