კარვახალი:
Aa
Aa

კარვახალი: "ლოპეტეგი გეგმავს, რომ ჩვენ უკეთესები გაგვხადოს"

მადრიდის „რეალმა“ ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდში ხულენ ლოპეტეგის მოსვლისა და კრიშტიანუ რონალდუს წასვლის შემდეგ ახალი ეტაპი დაიწყო.

სამეფო კლუბის განაპირა მცველი დანი კარვახალი მთავარი მწვრთნელის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ ლოპეტეგიმ გუნდში კარგი ატმოსფერო შექმნა.

„ლოპეტეგისთან მუშაობით სიამოვნებას ყოველთვის ვიღებ. მე მის იდეებს ვიზიარებ. ის არის მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელებისგან ყოველთვის მეტს ითხოვს.

ლოპეტეგი გეგმავს, რომ ჩვენ უკეთესები გაგვხადოს და პირადად მე ამისთვის მზად ვარ.

მესმის, რომ თამასა ძალიან მაღლა ავწიეთ, თუმცა სიმშვიდეს ვინარჩუნებთ.

თავს ყველანი კარგად ვგრძნობთ. გუნდი ერთი ოჯახივით არის და ეს მინდორზე საქმეს ამარტივებს.

ჩემი აზრით, გუნდისთვის წარმატების მისაღწევად კარგი ატმოსფერო უმთავრესი კრიტერიუმია“.

მადრიდელები წინასასეზონო მზადებას ამერიკაში გადიან. „რეალი“ პირველ შეხვედრას პირველ აგვისტოს მაიამიში „მანჩესტერ იუნაიტედის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები