ბასილაშვილი:
Aa
Aa

ბასილაშვილი: "განსაკუთრებული გრძნობაა...ბევრი ვიშრომე და შედეგით კმაყოფილი ვარ"

დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის მანძილზე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენელმა ATP-ის ტურნირი პირველად მოიგო.

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის 500-ანი კატეგორიის პრესტიჟული ტურნირი მოიგო, რომელსაც წლების განმავლობაში როჯერ ფედერერი, რაფაელ ნადალი და სხვა უმაღლესი დონის ჩოგბურთელები იგებდნენ.

ბასილაშვილმა ფინალში ტურნირის ორგზის გამარჯვებული და მოქმედი ჩემპიონი არგენტინელი ლეონარდო მაიერი სამ სეტში დაამარცხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

„ტიტულის მოგება დაუჯერებელია. ფინალში ორჯერ ვითამაშე, მაგრამ გამარჯვება ეს სულ სხვა რამაა.

500-ანი ტურნირის მოგება ჩემთვის უბრალოდ დაუჯერებელია. ბავშვობაში არ ვიცოდი თუ რას ნიშნავდა ATP-ის ტურნირი, თუმცა პროფესიონალად ჩამოყალიბების შემდეგ ყველაფერი კარგად მესმოდა. ჩემი მიზანი ATP-ის ტურნირებიდან ნებისმიერის მოგება იყო. მე ბევრი ვიშრომე და ახლა შედეგით კმაყოფილი ვარ.

დაუჯერებელი გრძნობაა, რომ საქართველოში ერთადერთი ვარ, რომელსაც ATP-ის ტურნირი აქვს მოგებული. ეს რაღაც განსაკუთრებული გრძნობაა.

სულ ორი თვეა რაც ახალ მწვრთნელთან ერთად ვარჯიში დავიწყე. მე ამ ყველაფრისგან სიამოვნებას ვიღებ, მას ვუსმენ და მისი მჯერა. ვნახოთ როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი მომავალში.

ახლა ემოციებს გაცილებით უკეთ ვაკონტროლებ. ადრე ეს ჩემი მინუსი იყო. ჩემი აზრით ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია“.

აქვე გეტყვით, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ გამარჯვების შემდეგ რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა. ტურნირის დაწყებამდე ნიკა 81-ე ჩოგანი იყო, დღეს კი ის 35-ეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები