კლინტ კაპელა
Aa
Aa

კლინტ კაპელა "ჰიუსტონში" დარჩა

"ჰიუსტონ როქეთსმა" სასურველ მიზანს მიაღწია და კლინტ კაპელა გაიფორმა, როგორც ადრიან ვოინაროვსკი იტყობინება კონტრაქტი 5 წლიანია და შვეიცარიელი ცენტრი ხელფასის სახით 90 მილიონ დოლარს მიიღებს.

24 წლის კაპელა შარშანდელი "როქეთსის" ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალა გახლდათ, იგი საშუალოდ 13.9 ქულას, 10.8 მოხსნას და 1.9 დაფარებას აგროვებდა, ხოლო მეტოქე გუნდების ფარს 65.2 პროცენტით უტევდა. როდესაც კრის პოლი, ჯეიმს ჰარდენი და კლინტ კაპელა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ტეხასური გუნდის დამარცხება დიდ სირთულეს წარმოადგენდა,, "ჰიუსტონმა" აღნიშნული მატჩებიდან 42 მოიგო და მხოლოდ 3 დათმო.

შვეიცარიელი ცენტრ ფლეიოფში 12.7 ქულას, 11.6 მოხსნას და 2.1 დაფარებას აგროვებდა. შარშან კაპელა ყველაზე განვითრებული მოთამაშის რეიტინგში მხოლოდ ვიქტორ ოლადიპოს ჩამორჩა და მეორე ადგილი დაიკავა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები