კურტუა და ვილიანი
Aa
Aa

კურტუა და ვილიანი "რეალში"? მადრიდელთა ახალი შეთავაზება "ჩელსის"

Daily Mail-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" "ჩელსის" ბელგიელი გოლკიპერის ტიბო კურტუას შეძენასთან ძალიან ახლოსაა.

გუნდებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. დარჩენილია ფინანსური მხარე, რომელიც მალე დაზუსტდება და კურტუა მადრიდელთა კარს დაიცავს.

ბრიტანული გამოცემის მტკიცებით, "რეალი" ლონდონელთა მეორე მოთამაშითაც ინტერესდება. არა, ეს აზარი არ არის.

ბელგიელი შემტევის შესახებ "ჩელსიმ" ყველაფერი ნათლად ახსნა - 200 მილიონი ფუნტი ან არაფერი. სამეფო კლუბი ამხელა თანხის გადახდას არ გეგმავს.

აზარის შემდეგ "ბლანკოსი" გაცილებით იაფი და ხელმისაწვდომი ვილიანით ინტერესდება, რომელიც ცოტა ხნის წინ "ბარსელონაში" გადასვლასთან ახლოს იყო, ახლა კი მის მომავალს "მანჩესტერ იუნაიტედს" უკავშირებენ.

"რეალი" მზადაა ბრაზილიელისთვის ბრძოლაში ჩაებას და "ჩელსის" კურტუა-ვილიანის დუეტის სანაცვლოდ 100 მილიონ ფუნტს სთავაზობს.

ჯერჯერობით ლონდონელთა პასუხი უცნობია. ამ ეტაპზე ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ვილიანს კლუბის შეცვლა სურს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები