არანაირი 200 მილიონი აზარის სანაცვლოდ! ლოპეტეგის სხვა გეგმები აქვს
Aa
Aa

არანაირი 200 მილიონი აზარის სანაცვლოდ! ლოპეტეგის სხვა გეგმები აქვს

ესპანური AS-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" "ჩელსის" მიერ მოთხოვნილი 200 მილიონი ფუნტის გადახდას არ გეგმავს.

ხულენ ლოპეტეგის ახალი ხედვა აქვს და ის გუნდის აწყობას ისკოს ირგვლივ აპირებს.

ესპანელი სპეციალისტი დიდ ნდობას მარკო ასენსიოსაც უცხადებს.

"რეალი" ამხელა თანხას არამარტო აზარის, არამედ არცერთი ფეხბურთელის სანაცვლოდ არ გადაიხდის.

აქვე გეტყვით, რომ უკანასკნელ წლებში ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც "რეალის" შემადგენლობაში არცერთი ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელი არ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები