რიკი რუბიოს ოთხმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა დააკლდა
Aa
Aa

რიკი რუბიოს ოთხმაგ დუბლამდე ძალიან ცოტა დააკლდა

"მინესოტა ტიმბერვულვზის" გამთამაშებელი რიკი რუბიო "ნიუ იორკთან" შეხვედრაში ახლოს იყო ისტორიულ შედეგთან. ესპანელმა 34 წუთში 9 ქულა, 10 მოხსნა, 12 შედეგიანი პასი და 8 ჩაჭრა დააგროვა და შესაბამისად, ერთი ქულა და ორი ჩაჭრა დააკლდა ოთხმაგ დუბლამდე.

ცნობისთვის, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში მხოლოდ ოთხ კალათბურთელს აქვს შესრულებული კვადრუპ დაბლი: ნეიტ ტერმონდს, ელვინ რობერტსონს, ჰაკიმ ოლაჟუონსა და დევიდ რობინსონს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები